მიღება ვორქშოფებზე; მიღება მენეჯერის პროგრამაზე -
"ჩვენი ბაღის მისიაა, იზრუნოს ბავშვების კეთილდღეობაზე, მისცეს მათ მრავალმხრივი განვითარების, შინაგანი მისწრაფებების აღმოჩენისა და გამოცდილებით სწავლის შესაძლებლობა, რისთვისაც ღია ვართ თანამშრომლობისთვის მშობლებთან და ყველა დაინტერესებულ მხარესთან."
ბაღის ორგანიზაციული ღირებულებებია:
ბავშვების და თანამშრომლების კეთილდღეობა
განვითარებისკენ სწრაფვა
ინიციატივების წახალისება
შეცდომების მიმართ ლოიალობა
უსაფრთხოება და დაცულობა
დაწესებულების დაფუძნების წელი - 2007
კურიკულუმი/სწავლის მეთოდები - კურიკულუმი "თამაში"
აღმზრდელების კომპეტენციები -
გუნდური მუშაობის უნარი
განვითარებაზე ორიენტირებულობა
ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებების ამოცნობა
მშობლებთან ეფექტური კომუნიკაცია, ბავშვის განვითარების - გამოწვევების, საჭიროებებისა და მიღწევების შესახებ ინფორმაციის გაზიარება.
მშობლების ჩართულობის წახალისება და ხელშეწყობა".
ყველა აღმზრდელ-პედაგოგი გადამზადებულია აღმზრდელ-პედაგოგის 66 საათიანი პროგრამით (განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დამტკიცებულ „აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდული).
ადგილობრივ ფორუმებსა და კონფერენციებზე მონაწილეობის რაოდენობა - საბავშვო ბაღების საკონსულტაციო ცენტრის მიერ ორგანიზებული საბავშვო ბაღების ფორუმი 2025 - "ძლიერი ორგანიზაციის შექმნა".
საერთაშორისო ფორუმებსა და კონფერენციებზე მონაწილეობის რაოდენობა - 2025 წელი - Სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული საერთაშოროსო კონფერენცია "ადრეული და სკოლამდელი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარების კუთხით არსებული მიღწევები და გამოწვევები".
ჯგუფებში ბავშვებისა და მასწავლებლების თანაფარდობა: 16/2 , 18/2.
ბავშვების მიღების ასაკი: 2 წლიდან.
ბავშვის განვითარების ხელშეწყობისთვის საჭიროების შემთხვევაში ერთვება ფსიქოლოგი, ექიმი და სპეც. პედაგოგი.
სასწავლო პროგრამა მოიცავს მუსიკის, სიმღერისა და ცეკვის საათებს.
კვება: დაწესებულებაში არის 4-ჯერადი კვება.
მის.: ლისი, ფერმწერთა ქუჩა 109.
საკონტაქტო ინფორმაცია: millennium-school.org