მიღება ვორქშოფებზე; მიღება მენეჯერის პროგრამაზე -
"საბავშვო ბაღი "ელიოტის" მისიაა ნდობასა და პატივისცემაზე დაფუძნებული პოზიტიური, მზრუნველი გარემოს შექმნა. ბავშვების პოტენციალის გამოვლენა და განვითარება, რათა ისინი ჩამოყალიბდნენ სიახლის შეცნობის მსურველ, განათლებულ პიროვნებად და გამოიმუშაონ ცხოვრებისათვის საჭირო უნარები.
ჩვენი მიზანია ბედნიერ და სიყვარულით სავსე გარემოში ბავშვებს მივცეთ საშუალება განავითარონ საკუთარი შესაძლებლობები, თავი იგრძნონ დაფასებულ პიროვნებებად. ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც ყველა ბავშვს აქვს თანაბარი შესაძლებლობა განვითარდეს თამაშზე დაფუძნებული სწავლების გზით."
დაწესებულების დაფუძნების წელი - 2020
კურიკულუმი/სწავლის მეთოდები - კურიკულუმი "თამაში"
აღმზრდელების კომპეტენციები - ადრეული ასაკის ბავშვების ფსიქოლოგიისა და განვითარების თავისებურებების ცოდნა
სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის დაგეგმვა და განხორციელება
ასაკისთვის შესაბამისი აქტივობების შერჩევა
ბავშვთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის წესების ცოდნა
დაკვირვება და ინდივიდუალური მიდგომის გამოყენება
ბავშვთა მიმართ ძალადობის რისკების იდენტიფიცირება და რეფერირება
პირველადი სამედიცინო დახმარების საბაზისო ცოდნა
კომუნიკაციური და სოციალური უნარები:
ბავშვებთან თბილი და პოზიტიური ურთიერთობის დამყარება
მშობლებთან ეფექტური კომუნიკაცია და თანამშრომლობა
გუნდში მუშაობის უნარი
პიროვნული თვისებები:
მოთმინება და ემპათია
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
ორგანიზებულობა და დისციპლინა
კრეატიულობა
ყველა აღმზრდელ-პედაგოგი გადამზადებულია აღმზრდელ-პედაგოგის 66 საათიანი პროგრამით (განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დამტკიცებულ „აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდული).
ადგილობრივ ფორუმებსა და კონფერენციებზე მონაწილეობის რაოდენობა - 2024 წელს მწვანე ჯილდოს ფინალისტი დაწესებულება; საბავშვო ბაღების ფორუმი 2023; საბავშვო ბაღების ფორუმი 2024; საბავშვო ბაღების ფორუმი 2025.
ჯგუფებში ბავშვებისა და მასწავლებლების თანაფარდობა: ბაგას ჯგუფში 15/3, 2 წლიდან - 15/2.
ბავშვების მიღების ასაკი: 18 თვიდან.
დაწესებულებაში მუშაობს ფსიქოლოგი და მეტყველების თერაპევტი.
დამატებით აქტივობები:
1. ინგლისური
2. ცურვა
3. ბალეტი
4. კარატე
5. ჭადრაკი
6. არტ. თერაპია
7. იოგა
კვება: დაწესებულებაში არის 4-ჯერადი კვება.
მის.: კოსტავას ქუჩა #40, თბილისი.
საკონტაქტო ინფორმაცია: https://www.facebook.com/Elliot.Kindergarten/about?locale=ka_GE