საბავშვო ბაღების საკონსულტაციო ცენტრი
ხარისხიანი ადრეული განათლება წარმატებული მომავლისთვის
მიღება ბავშვთა პირველადი გადაუდებელი დახმარების ტრენინგზე
ხარისხიანი ადრეული განათლება წარმატებული მომავლისთვის
ჩვენი ღირებულებები
ჩვენთვის ბავშვობა განსაკუთრებული პერიოდია. გვჯერა, რომ ყველას აქვს საკუთარი კულტურა, რწმენა, ღირებულებები და ძალა, რაც ქმნის მდიდარ და მრავალფეროვან საზოგადოებას. ვიცავთ და მხარს ვუჭერთ იმ ბავშვების უფლებებს, რომლებიც ჩაერთვებიან ჩვენ მიერ შექმნილ პროგრამებში.
ჩვენი მამოძრავებელი ძალა არის წარსული გამოცდილებები და დარგის სიღრმისეული ცოდნა, რომლის მიზანია თავისი წვლილი შეიტანოს საქართველოში ადრეული და სკოლამდელი განათლების პრაქტიკისა და პოლიტიკის გაუმჯობესებაში.
ჩვენ ღიად ვთანამშრომლობთ მოკავშირე დარგებში ოპერირებად სტარტაპებსა და უკვე გამოცდილ კომპანიებთან, ვცვლით ხედვებს და ვფიქრობთ ერთობლივ პროექტებზე.
ჩვენი მომსახურებები
საბავშვო ბაღის თანამშრომლების პროფესიული გადამზადება - ტრენინგები, ვორქშოფები, მენტორობა
სახელმწიფოს სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა - შიდა და გარე ხარისხის მართვა
ავტორიზაციის ვიზიტისთვის მომზადება
ადამიანური რესურსების მართვის მხარდაჭერა
ინვენტარიზაცია
კონსულტაციები მშობლებისთვის
ჩვენი ქსელი
კერძო საბავშვო ბაღები ჩვენს ქსელში ერთიანდება. ეს ჩართულობა საშუალებას გვაძლევს გავაფართოვოთ ცოდნა და გავაზიაროთ საუკეთესო პრაქტიკები საქართველო ყველა რეგიონში. ქსელი ორგანიზებას უწევს საერთაშორისო ვიზიტებს დარგტან დაკავშირებულ კონფერენციებზე და საბავშვო ბაღების ყოველწლიურ ფორუმს. ქსელის წევრი კერძო ბარების დამფუძნებლები ერთობლივად ქმნიან საგანმანათლებლო რესურსებს და გზამკვლევებს. წევრობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს: რეგისტრაცია
კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრი, პოლონეთი, 2023.
დარგობრივი საბჭოს სხდომა, საქართველო, 2024.
ადრეული განათლების ადმინისტრირების კვლევის ფორუმი, ფინეთი, 2024.
განათლების საერთაშორისო კონფერენცია, აზერბაიჯანი, 2025.
ადრეული განათლების ლიდერობის საერთაშორისო კვლევის ფორუმის (ILRF – EC) მთავარი მიზანია, უზრუნველყოს სასწავლო სივრცე მთელი მსოფლიოდან ადრეული ბავშვობის განათლების სფეროში ლიდერობის კვლევით დაინტერესებული პირების გასაერთიანებლად. ამ ფორუმის მეშვეობით მონაწილეებს შეუძლიათ ერთმანეთისგან სწავლა ადრეული ბავშვობის სექტორში საგანმანათლებლო ლიდერების მუშაობის შესახებ იდეების, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით. ეს წევრებს აძლევს შესაძლებლობას დასვან კითხვები, ჩაერთონ კრიტიკულ რეფლექსიაში და მოგვაწოდონ კონსტრუქციული უკუკავშირი.
2011 წელს დაარსების დღიდან წევრები ცდილობენ რეგულარულად შეხვდნენ ერთმანეთს პირისპირ. შეხვედრები მოიცავს სასწავლო სტრატეგიების ნაზავს, მათ შორის მიმდინარე კვლევების პრეზენტაციას, ახალი საერთაშორისო კვლევითი წინადადებების შემუშავებას და მასპინძელი ქვეყნის საგანმანათლებლო ლიდერებთან სტუმრობისა და ურთიერთობის შესაძლებლობებს. ეს შეხვედრები ასევე უზრუნველყოფს ქსელური კავშირების დამყარების შესაძლებლობას როგორც დამწყები, ასევე გამოცდილი ადრეული ბავშვობის განათლების სფეროში ლიდერობის მკვლევარებისთვის, რათა შეხვდნენ და განიხილონ საერთო ინტერესის საკითხები.